ავტორი:

მსოფლიოში თითქმის 1.2 მილიარდ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა აქვს და ეს რიცხვი იზრდება - კვლევამ საგანგაშო მონაცემები გამოავლინა

მსოფლიოში თითქმის 1.2 მილიარდ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა აქვს და ეს რიცხვი იზრდება - კვლევამ საგანგაშო მონაცემები გამოავლინა

2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში თითქმის 1.2 მილიარდ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რაც 1990 წელთან შედარებით 95.5%-იანი ზრდაა - ამის შესახებ ჟურნალ “ლანცეტში“ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

  • ყველაზე მკვეთრი ზრდა შფოთვით და დეპრესიულ აშლილობებში დაფიქსირდა - სწორედ ეს ორი პრობლემა იყო 2023 წელს ყველაზე გავრცელებული. მესამე ადგილზე გავიდა პიროვნული აშლილობების კატეგორია, რომელსაც თან არ ახლდა სხვა ფსიქიკური ან ნივთიერებებზე დამოკიდებულების დარღვევები.

კვლევამ, რომელიც 204 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს, აჩვენა, რომ 12 სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული ტენდენციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკის, სქესის, გეოგრაფიული მდებარეობისა და სოციალური ფაქტორების მიხედვით. ავტორების შეფასებით, “მსოფლიო ფსიქიკური აშლილობების კიდევ უფრო შემაშფოთებელ ფაზაში შედის“.

“აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია,“ - ამბობს ავსტრალიის კუინსლენდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი ალიზა სანტომაურო. მისი თქმით, ამ რისკფაქტორებთან გამკლავებას “გლობალური და კოლექტიური ლიდერობა“ სჭირდება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 1990 წელთან შედარებით 158%-ით გაიზარდა, ისეთო შფოთვითი აშლილობები, როგორიცაა: ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, აუტისტური სპექტრის აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), ანორექსია, ბულიმია, დისთიმია, ქცევითი აშლილობა და გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული ინტელექტუალური განვითარების შეფერხება.

დეპრესია კი — 131%-ით არის გაზრდილი.

ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ანორექსია, ბულიმია და შიზოფრენია აღმოჩნდა, თუმცა ეს დაავადებები მაინც მილიონობით ადამიანს ეხება.

ფსიქიკური აშლილობების უმეტესობა ქალებში უფრო ხშირია, თუმცა აუტიზმი, ქცევითი აშლილობები, ADHD, პიროვნული აშლილობები და გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული ინტელექტუალური დარღვევები მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება.

  • ფსიქიკური აშლილობების პიკი ახალგაზრდებში გვხვდება

ფსიქიკური აშლილობები სულ უფრო ხშირად ხდება შრომისუნარიანობის დაკარგვის მთავარი მიზეზი. ყველაზე მეტად ქალები და 15-დან 39 წლამდე ადამიანები ზარალდებიან.

კვლევის ავტორების თქმით, პირველად GBD-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. აქამდე პიკი ძირითადად საშუალო ასაკში ფიქსირდებოდა.

  • დახმარების ძიება და სერვისებზე ხელმისაწვდომობა

ექსპერტების თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამ პრობლემის მოგვარებაში მთავარი პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებსა და ჯანდაცვის სისტემებზე მოდის.

კვლევის ავტორები წერენ, რომ ამ მონაცემების საგანგაშოდ ზრდას შესაბამისი მასშტაბის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება არ მოჰყოლია.

წყარო

იხილეთ ასევე: