ავტორი:

დედამიწა ბნელდება - NASA-ს ამას სამი მიზეზით ხსნის: როგორია თანამგზავრის ახალი მონაცემები

დედამიწა ბნელდება - NASA-ს ამას სამი მიზეზით ხსნის: როგორია თანამგზავრის ახალი მონაცემები

NASA-ს თანამგზავრების მონაცემები მოწმობს, რომ დედამიწის გარე ზედაპირი ბოლო 24 წლის განმავლობაში თანდათან ბნელდება. ამ შედეგებს მეცნიერები „ღრუბლები და დედამიწის გამოსხივების ენერგიის სისტემა“ (CERES) პროექტის ფარგლებში ერთობლივად აკონტროლებენ.

  • კვლევის მიხედვით, 2001–2024 წლებში დედამიწა ნაკლებად ირეკლავდა მზის სინათლეს, რაც ნიშნავს, რომ პლანეტა უფრო მეტად შთანთქავს სითბოს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

მეცნიერები სამი ძირითადი მიზეზით ხსნიან:

თოვლისა და ყინულის დნობა: თოვლი და ყინული მზის სხივებს ირეკლავს. მათი დნობის შედეგად გამომჟღავნებული მუქი ზედაპირები – წყალი და ხმელეთი – ნაკლებ სინათლეს ირეკლავენ, რაც ზრდის პლანეტის შთანთქმულ ენერგიას.

აეროზოლების ცვლილებები: ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრების შემდეგ ჰაერი სუფთა გახდა, რაც უფრო მეტ მზის სინათლეს შთანთქავს.

ღრუბლების თვისებების ცვლილებები: ღრუბლების რაოდენობის ცვლილება განასხვავებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს შორის მზის სხივების არეკვლის დონეს.

ექსპერტების შეფასებით, დედამიწის დაბნელება ენერგეტიკულ დისბალანსს ქმნის – ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პლანეტა უფრო მეტ სითბოს შთანთქავს. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს გლობალურ კლიმატზე.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ პლანეტის „დაბნელება“ ახალი სიგნალია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი გაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მომავლისთვის ზუსტი პროგნოზები გაკეთდეს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: