ავტორი:

პენტაგონის მიერ გუშინ გასაჯაროებულ მასალებში არის ვიდეო, რომელიც მიჩიგანის თავზე F-16-ის მიერ "ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ განადგურების მომენტს ასახავს - მას რაკეტა ესროლეს

პენტაგონის მიერ გუშინ გასაჯაროებულ მასალებში არის ვიდეო, რომელიც მიჩიგანის თავზე F-16-ის მიერ "ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ განადგურების მომენტს ასახავს - მას რაკეტა ესროლეს

22 მაისს, ტრამპის ადმინისტრაციამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO ) შესახებ დოკუმენტების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. მათ შორის არის აქამდე უცნობი ვიდეომასალაც, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ანადგურებს ამერიკული გამანადგურებელი იდუმალ ობიექტს.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ შთამბეჭდავ კადრებში ჩანს, როგორ ჩამოაგდო F-16 ტიპის გამანადგურებელმა მიჩიგანში, ჰურონის ტბის თავზე, ამოუცნობი საფრენი აპარატი.

ინფრაწითელმა კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც მრგვალი ფორმისა და დაკბილული კუდის მქონე მცირე ზომის აპარატი პენტაგონის თქმით, აშშ-ის “საბრძოლო სისტემის “ შეტევის სამიზნედ იქცა. კადრებში ჩანს, რომ ძლიერი შეჯახების შედეგად ობიექტი ფეთქდება და სხვადასხვა მიმართულებით მცირე ზომის ნამსხვრევებად იფანტება.

ინციდენტის სპეციფიკური ტერმინოლოგიით შესრულებული აღწერაც ერთვის თან, რომელშიც აღნიშნულია:

“კადრებში, სავარაუდოდ, ორ განსხვავებულ არეს შორის კინეტიკური ურთიერთქმედების კონტრასტი არის ასახული, რის შედეგადაც ხდება კადრის საწყისი ობიექტი ფრაგმენტირება რადიალური გადაადგილების ტრაექტორიით, რაც მაღალენერგეტიკულ მოვლენაზე მიანიშნებს“.

მარტივად რომ ვთქვათ, სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამოუცნობ ობიექტზე დასარტყმელად, კინეტიკური იარაღი (სავარაუდოდ, რაკეტა) გამოიყენეს , რამაც მაღალენერგეტიკული აფეთქების შემდეგ მისი რამდენიმე ნაწილად დაშლა ანუ “ფრაგმენტაცია“ გამოიწვია.

მეტი განმარტება ფაილს არ ახლავს.

ეს ვიდეო ერთ-ერთია 46 ახალი ჩანაწერიდან, რომელიც პარასკევს პენტაგონის იმ კომიტეტმა გამოაქვეყნა, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით, ამოუცნობი საფრენი აპარატების შესახებ ფაილების გასაჯაროება ევალება. წყარო

იხილეთ ასევე: