მკვლელობა მოხდა გუშინ თბილისში. წერეთლის გამზირზე, მშენებლობაზე მომხდარი დაპირისპირებისას, ერთ-ერთს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ის სისხლისგან დაიცალა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსების გამო დაიწყო. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა თანხა ვერ გაინაწილეს, რასაც კონფლიქტი და შემდეგ უკვე მკვლელობა მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: