საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ემოციურ კადრს გვიზიარებს, სადაც ილია მეორეს და შიო მესამის დები არიან გამოსახული.
"მეორე ასეთი ფოტო ალბათ არ არსებობს, დედა ნატალია 49 წლის განმავლობაში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II - ის და, ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქ, შიო III - ის დასთან, ქალბატონ ლელა მუჯირთან ერთად. სასაუბრო ბევრი ექნებათ" - წერს ჯაღმაიძე.

როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები - თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო (ნატალია). სწორედ დედა ნატალიას ფოტოები ვრცელდებოდა სამებიდან იმ დღეებში, როცა მთელი საქართველოს პატრიარქს აცილებდა. ის ერთადერთია დედ-მამიშვილებიდან, რომელიც ცოცხალი დარჩა.
რაც შეეხება შიო მესამის დას, ლელა მუჯირის შესახებ საზოგადოებამ სწორედ იმ დღეს გაიგო, როცა სინოდმა შიო მუჯირი პატრიარქად გამოარჩია. ლელა მუჯირი ხუთი შვილის, მრავალშვილიანი დედაა. ის პატრიარქის ერთადერთი დაა. პროფესიით ფსიქოლოგი გახლავთ. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვას გადაცემებს როგორც ფსიქოლოგი, მუშაობს ბავშვებთან, მაგრამ ძმაზე საჯაროდ არასოდეს უსაუბრია.
წაიკითხეთ ასევე: