ავტორი:

რა გავლენა აქვს ბებია-ბაბუის როლს თითოეულ ჩვენგანზე? - ახალი კვლევის გასაოცარი შედეგები

რა გავლენა აქვს ბებია-ბაბუის როლს თითოეულ ჩვენგანზე? - ახალი კვლევის გასაოცარი შედეგები

ბებია-ბაბუები ბავშვების ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ ფინანსური და ემოციური მხარდაჭერის გაწევა. ამის შესახებ სოციალური მობილობის კომისიის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, ე.წ. “ბებია-ბაბუის ეფექტი“ პირდაპირ კავშირშია ბავშვების უკეთეს საგანმანათლებლო და სოციალურ შედეგებთან.

  • ანგარიშში განსაკუთრებულად გამოიკვეთა დედის მხრიდან ბებიის გავლენა, რომელიც ბავშვების განვითარებაზე ყველაზე ძლიერ პოზიტიურ ეფექტს ახდენს.

კომისიის შეფასებით, ბებია-ბაბუები ოჯახებს ეხმარებიან როგორც მზრუნველობით, ისე ფინანსური და ემოციური მხარდაჭერით, რაც ბავშვებისთვის უფრო სტაბილურ გარემოს ქმნის. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთი ჩართულობა უწყობს ხელს სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობების თაობიდან თაობაზე გადაცემას.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა სხვადასხვა აკადემიური ნაშრომი, რათა დადგენილიყო, ოჯახის ცხოვრების რომელი ასპექტები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ბავშვის მომავალზე.

სოციალური მობილობის კომისიის თავმჯდომარემ, ალუნ ფრენსისმა, ანგარიშის წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ ბავშვების წარმატებისთვის მხოლოდ მშობლების ძალისხმევა საკმარისი არ არის.

“ბავშვის აღზრდას მთელი “სოფლის“ მხარდაჭერა სჭირდება,“ - განაცხადა ფრენსისმა. მისი თქმით, ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბებია-ბაბუები ბავშვებისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბავშვების შედეგებზე ყველაზე დიდ გავლენას კვლავ მშობლების განათლება და სახლში არსებული სასწავლო გარემო ახდენს. მაგალითად, მნიშვნელოვანია ინტერნეტზე წვდომა, სწავლისთვის გამოყოფილი სივრცე და საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება.

წყარო

იხილეთ ასევე: