ავტორი:

პუტინის სახე ციფრებში - რაში და რამდენს ხარჯავს რუსეთის პრეზიდენტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად?

პუტინის სახე ციფრებში - რაში და რამდენს ხარჯავს რუსეთის პრეზიდენტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად?

“ვლადიმირ პუტინი ათასობით ფუნტ სტერლინგს ხარჯავს პლასტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებში, რათა უფრო ძლიერი ლიდერის იერი ჰქონდეს,“ - ამის შესახებ thesun წერს და კრემლის ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ჭორებსაც ეხმიანება.

გამოცემის მიხედვით, ის გარეგნობის გაუმჯობესებას რეგულარული ინიექციებითა და ფილერებით ცდილობს. ცნობილი კოსმეტიკური ქირურგი, დოქტორი ჯენიფერ ოუენსი აღნიშნავს, რომ 73 წლის პუტინის სახეზე აშკარად იკვეთება კოსმეტიკური ჩარევის კვალი, რაც მას ეხმარება, გამოიყურებოდეს “დასვენებულად, ჯანსაღად და ძლიერად“.

  • რა პროცედურებს იტარებს კრემლის დიქტატორი?

“ყველაზე აშკარა ნიშანი თვალის გარშემო არეა. ძველ ფოტოებზე მას გამოკვეთილი ტომრები ჰქონდა თვალების ქვეშ. ასეთი გაუმჯობესება ასაკთან ერთად ბუნებრივად უბრალოდ ვერ მოხდებოდა“, - აცხადებს დოქტორი ოუენსი ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში.

ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად სახე მოცულობას კარგავს, პუტინის საფეთქლები, ლოყები და ყბის ხაზი ბევრად უფრო სავსე და გლუვია. მისი ვარაუდით, საქმე გვაქვს ქირურგიული და არაქირურგიული პროცედურების კომბინაციასთან:

  1. ქვედა ბლეფაროპლასტიკა: თვალის ქვედა ქუთუთოების ოპერაცია ტომრების მოსაშორებლად.
  2. ბოტოქსი: მთელი სახის კუნთების მოსადუნებლად და ნაოჭების გასასწორებლად.
  3. ბიოსტიმულატორები (მაგალითად, Sculptra): ინიექციები, რომლებიც ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და კანის სტრუქტურას აღადგენს.
  4. ფილერი: ნიკაპისა და სახის ქვედა ნაწილის ფორმის კორექციისთვის.

ქირურგების ვარაუდით, ეს “კოსმეტიკური დამოკიდებულება“ კრემლის ლიდერს ათასობით ფუნტი უჯდება.

  1. მხოლოდ ქვედა ბლეფაროპლასტიკის ოპერაცია 2 000-დან 6 000 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს;
  2. ბოტოქსისა და ნიკაპის ფილერის თითო პროცედურა 1 200 ფუნტამდე ჯდება;
  3. ხოლო ბიოსტიმულატორების ერთი ამპულა 800 ფუნტია, რასაც ხშირად რამდენიმე სესია სჭირდება.

ცოტა ხნის წინ, მოსკოვში გამართულ აღლუმზე პუტინი აშკარად “შეშუპებული“ სახით გამოჩნდა. უკრაინელმა ანალიტიკოსმა ანტონ გერაშჩენკომ მის ფოტოს ასეთი კომენტარიც კი გაუკეთა:

“ზესახელმწიფოს ლიდერისა და 'გამარჯვებულის' სახე. როგორც ჩანს, სანქციებმა პუტინის ბოტოქსამდეც მიაღწია“.

დასიებული და არათანაბარი ლოყების გამო, პუტინს ღიმილიც კი უჭირდა, რაც ექსპერტების თქმით, სწორედ ინიექციების შემდგომი რეაბილიტაციის პროცესისთვის დამახასიათებელი შეშუპებაა.

  • როგორ იცვლებოდა პუტინის სახე წლების განმავლობაში

ხმები ბოტოქსის შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს გავრცელდა, როდესაც ის შეხვედრაზე თვალის გარშემო უზარმაზარი ჩაქცევით გამოჩნდა. მაშინ მისმა პრესმდივანმა ყველაფერი გადაღლილობასა და შუქის არასწორ გადანაწილებას აბრალებდა.

თუ გადავხედავთ მის ფოტოებს, ტრანსფორმაცია აშკარაა:

  • 2000 წელი: პუტინს ჯერ კიდევ აქვს ქერა თმა, თუმცა ასაკის ნიშნები სახეზე უკვე ეტყობა.
  • 2010 წელი: ძიუდოს ვარჯიშის შემდეგ გადაღებულ კადრებში ის საოცრად გადაღლილი და დაბერებული ჩანს.
  • 2013 წელი: პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან ორ წელში მისი სახე მოულოდნელად სრულიად უნაოჭო, თუმცა საეჭვოდ დასიებული ხდება.

დაბერებული დიქტატორი ბუნკერში და ონკოლოგთა მთელი არმია

უკრაინელი კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო სამხედრო აღლუმზე სამყარომ იხილა არა ზესახელმწიფოს ლიდერი, არამედ “დაღლილი, მოხუცი მოუსვენარი თვალებით, რომელსაც ჯერ კიდევ ითმენენ“.

ამას ემატება ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაში შემთხვევით მოხვდა კადრები, სადაც პუტინს სიტყვით გამოსვლისას ხველების გაუკონტროლებელი შეტევა აქვს და საუბარი უჭირს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი არსად მოგზაურობს პირადი ონკოლოგის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციალისტის, ევგენი სელივანოვის გარეშე. ის იმ 13 მედიკოსისგან შემდგარი არმიის წევრია, რომლებიც პუტინს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებიან.

ფრონტზე არსებული მძიმე ვითარებისა და უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ევროპული დაზვერვის ცნობით, საკუთარი სიცოცხლის გამო შეშინებული დიქტატორი ამჟამად კვირებს კრასნოდარის მხარეში მდებარე მიწისქვეშა ბუნკერში ატარებს და ელიტის მხრიდან შესაძლო თავდასხმებს უფრთხის.

წყარო

იხილეთ ასევე: