ავტორი:

“აშშ-ის მთავრობა UFO-ს ხომალდებიდან ამოღებულ 4 სხვადასხვა უცხო სახეობის სხეულს მალავს“ - “CIA“-ს ყოფილი მკვლევარი სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს: ვინ სტუმრობს დედამიწას?

“აშშ-ის მთავრობა UFO-ს ხომალდებიდან ამოღებულ 4 სხვადასხვა უცხო სახეობის სხეულს მალავს“ - “CIA“-ს ყოფილი მკვლევარი სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს: ვინ სტუმრობს დედამიწას?

ახალმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების ხელისუფლებამ უცხოპლანეტური სიცოცხლის ოთხი სხვადასხვა სახეობის ნეშტი ჩაიგდო ხელში, საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამან კიდევ უფრო გააძლიერა დისკუსია იმის შესახებ, თუ რა იცის აშშ-ს მთავრობამ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ.

დოქტორმა ჰალ პუტჰოფმა, CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) მიერ დაფინანსებულმა მკვლევარმა და თავდაცვის სამინისტროს მოწინავე კოსმოსური შეიარაღების სისტემების გამოყენების პროგრამის (AAWSAP) ყოფილმა მრჩეველმა, ეს სენსაციური ინფორმაცია ტივ ბარტლეტის პოდკასტში “The Diary of a CEO“, გააჟღერა.

  • “მათი ტექნოლოგიების ხარისხის გათვალისწინებით, გამოჩენა რომ არ სურდეთ, ჩვენ ვერც კი დავინახავდით,.ასე რომ, როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო, მათ სურთ, რომ დავინახოთ“, - განაცხადა პუტჰოფმა.

როგორც დოქტორმა აღნიშნა, ოფიციალურმა პირებმა სხვადასხვა “UFO” -დან ჯამში ოთხი სხვადასხვა ტიპის არამიწიერი სიცოცხლის ფორმა ამოიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ პუტჰოფს კონკრეტულ სახეობებზე არ უსაუბრია, გამოცემა “New York Post’ -ის თანახმად, მისმა ყოფილმა კოლეგამ AAWSAP-დან , დოქტორმა ერიკ დევისმა, მანამდე განაცხადა, რომ ამოღებული ნეშტები ოთხ განსხვავებულ სახეობას მიეკუთვნებოდა, მათ შორის იყვნენ : ე. წ. “ნორდიკები“ (Nordics), “რუხები“ (Grays), “ინსექტოიდები“ (Insectoids ) და “რეპტილოიდები“ (Reptilians).

გასული წლის სადაზვერვო ანგარიშებზე დაყრდნობით, დევისი ამტკიცებდა, რომ სავარაუდო “UFO”-ს ნამსხვრევებიდან ამოყვანილი თითოეული ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმა გარეგნულად ადამიანს ჰგავს, რადგან მათაც ორი ხელი და ორი ფეხი გააჩნიათ.

ეს აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა უფოლოგ კენტ ჰეკენლივლიმისთვის: “იმ მკვლევარების მონაცემებიდან გამომდინარე, ვისაც მე ველაპარაკე, საუბარი ძირითადად ამ ოთხი ფორმის მრავალ ვარიაციას ეხება. ასევე მსმენია ამფიბიის ტიპის უცხოპლანეტელებზეც. ასე რომ, დიახ, არსებობს ვერსიები, რომ ჩვენ მრავალი სხვადასხვა სახეობა გვსტუმრობს,“ - განაცხადა მან “Fox News Digital“- თან საუბრისას.

“New York Post“ - ის ცნობით, ოთხი სავარაუდო სახეობიდან “ნორდიკები“ ადამიანებს ყველაზე მეტად ჰგვანან, ხოლო “რუხები“ ხშირად „პატარა და უთმო არსებები წარმოადგენენ, რომლებსაც უზარმაზარი თვალები გააჩნიათ“

„ყველაზე ხშირად აღწერილი უცხოპლანეტელები სწორედ “რუხების“ სახეობას მიეკუთვნებიან და ბევრი მსჯელობს იმის შესახებ, არიან თუ არა ისინი სპეციალურად ჩვენი სამყაროსთვის შექმნილი არსებები. როგორც ჩანს, მათ ყველაზე მარტივად შეუძლიათ გადაადგილება”, - აღნიშნავს ჰეკენლივლი.

  • “რეპტილოიდები“ ხვლიკის მსგავს, ქერცლით დაფარულ და გრძელი კუდის მქონე არსებებს წარმოადგენენ, რომლებიც ხშირად ორ ფეხზე დადიან.

რაც შეეხება მეოთხე სახეობას ინსექტოიდებს - ისინი ჩოქელებს წააგვანან და დიდი ალბათობით მწერების მსგავს არსებებს მიეკუთვნებიან.

“ინსექტოიდებს, ყველაზე იშვიათად ხედავენ, მაგრამ ხშირად აღწერისას, ადამიანები მათ როგორც მეთაურ არსებებს ისე მოიხსენიებენ, რაც ჩემთვის ცოტა არ იყოს შემაძრწუნებელია“ , - დასძენს კენტი.

უფოლოგის განცხადებები ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, გაზარდოს გამჭვირვალობა ამოუცნობი ანომალიური ფენომენების (UAP) აღმოჩენებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ სფეროს ექსპერტები სამთავრობო უწყებების მხრიდან ახალ მიდგომებს მიესალმებიან ჰეკენლივლი მიიჩნევს, რომ “საჭიროა სიმართლე ბოლომდე ითქვას“

წყარო

იხილეთ ასევე: