ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, გასულ სამშაბათს, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით შეიარაღებულმა ძალებმა ახალი, მრავალფუნქციური მსუბუქი სარაკეტო გამშვები სისტემებისა და მრავალმიზნობრივი ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები გამოსცადეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო თვეებში გახშირებული სამხედრო მანევრები შესაძლოა იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ფხენიანი სარგებლობს საერთაშორისო ნორმების დასუსტებით და ცდილობს საკუთარი ბირთვული სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) თანახმად, განხორციელდა “ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის სპეციალური დანიშნულების ქობინის სიმძლავრისა და 240 მმ-იანი მართვადი საარტილერიო რაკეტის საიმედოობის შეფასება.
მოგვიანებით კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ახალი შეიარაღება ქვეყნის სამხედრო ძლიერების ზრდისა და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესის მკაფიო სიგნალს წარმოადგენს.
სეულში არსებული “კორეის ეროვნული გაერთიანების ინსტიტუტის“ ანალიტიკოსის, ჰონგ მინის განცხადებით, ბოლო აქტივობები იმას მიანიშნებს, რომ ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა ამ შეიარაღების გამოყენებას მართლაც აპირებს.

ახალი სისტემა ზუსტი დარტყმის კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ერთდროულად ტაქტიკურ ფრთოსან რაკეტებს, მართვად ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებს აერთიანებს. სისტემა შორ მანძილზე მოქმედ, ავტომატიზებულ, კონვენციური შეიარაღების სახეობას მიეკუთვნება, რომელსაც სამხრეთ კორეის პარალიზება ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშეც შეუძლია.
იხილეთ ასევე: