პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუს“ მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
იხილეთ ასევე: