ავტორი:

პლანეტა რეკორდულად ცხელი წლებისთვის ემზადება: როდის ელოდებიან პიკს - "მსოფლიოს მრავალი სხვა ნაწილიც მძიმედ ზარალდება"

პლანეტა რეკორდულად ცხელი წლებისთვის ემზადება: როდის ელოდებიან პიკს - "მსოფლიოს მრავალი სხვა ნაწილიც მძიმედ ზარალდება"

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) გვარწმუნებს, რომ 2030 წლისთვის კაცობრიობას რეკორდულად ცხელი წელი ელის. ამის მიზეზი კი კლიმატური კრიზისის გამწვავებაა.

ორგანიზაციის თქმით, ამ წლის ბოლოს მოსალოდნელი მოვლენის - ელ-ნინიოს გამო, გლობალური ტემპერატურის რეკორდი შესაძლოა უკვე 2027 წელს დაეცეს.

  • ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე.

წიაღისეული საწვავიდან ნახშირორჟანგის ემისიები კვლავ იზრდება, რაც მეტ სითბოს აკავებს და იწვევს უფრო ექსტრემალურ ამინდს, მათ შორის რეკორდულ სიცხის ტალღას, რომელიც ამ კვირაში დიდ ბრიტანეთსა და ევროპას დაატყდა თავს.

დადგენილია, რომ გლობალური დათბობა უკვე ყოველ წუთში ერთ ადამიანს კლავს და თუ ემისიები სწრაფად არ შემცირდება, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

  • ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის (Met Office) მიერ WMO-თვის მომზადებული ანგარიში ვარაუდობს 86%-იან შანსს, რომ 2026-დან 2030 წლამდე პერიოდი ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნება.

არსებობს 75%-იანი შანსი, რომ 2026-2030 წლების საშუალო ტემპერატურა 1.5°C-ით მეტი იქნება ინდუსტრიამდელ საშუალო მაჩვენებელზე.

„ევროპის ბოლო სიცხის ტალღა არის სასტიკი შეხსენება კლიმატური კრიზისის მზარდი ზეგავლენის შესახებ, როგორც ადამიანური, ისე ეკონომიკური კუთხით. მსოფლიოს მრავალი სხვა ნაწილიც მძიმედ ზარალდება, მაგალითად ინდოეთი და აზიის სხვა ნაწილები“, - განაცხადა გაეროს კლიმატის ხელმძღვანელმა, საიმონ სტილმა.

მისი თქმით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, ადამიანების სიცოცხლის, ბიზნესისა და ეკონომიკის დაცვა ყველა ქვეყნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

მეცნიერები აქამდე არაერთხელ წერდნენ, რომ 1.5°C-ზე მეტი დათბობა იწვევს უფრო მკაცრი სიცხის ტალღების, გვალვების, შტორმებისა და წყალდიდობების რისკს. გარდა ამისა, გლობალური ტემპერატურის ზრდას ხელს შეუწყობს მოვლენა “ელ-ნინიო“, ხოლო აღნიშნულ პერიოდში „სუპერ ელ-ნინიოს“ შანსი 35%-ია.

პროგნოზირებულია, რომ ჩრდილოეთ ევროპა, ალასკა და ციმბირი ჩვეულებრივზე უფრო ნოტიო იქნება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, დიდი ნალექია მოსალოდნელი.

წყარო

იხილეთ ასევე: