ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა განუცხადა.
"ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის, ფიზიკურადაც ცუდადაა, ნეკნი აქვს ჩამტვრეული, ტანზე ჩალურჯებები, დაბეჟილობები აქვს, მძიმედ არის. კარგად არ არის, რთულადაა. დაზიანებები რა თქმა უნდა, გარეგნულად აღენიშნება, სახე მთლიანად ჩალურჯებული აქვს, ხელები, ფეხები, კისერი, ხელი შეხვეული აქვს - მთელ ტანზე აქვს ნაჭდევები. ვიდეოში 30 კაცი ურტყამდა მგონი და 30 კაცი ერთ კაცს, დაბმულს რომ ურტყამს, ის კარგად როგორ იქნება? სახეში ურტყამდნენ ფეხებს გამეტებით! გამეტებული ჰყავდათ, მადლობა ღმერთს, რომ რაღაც არ მოუვიდა, შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. თვითონ არაფერს ამბობს, ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტუაცია შეექმნა ბიჭს და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო, ის უქნეს, ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც.
იქ მე არ ვყოფილვარ, რაც ვიცი, გადამოწმების მიზნით გააჩერეს, მერე აგრესიულად წავიდა მიმართვები, აგინებდნენ, თან ურტყამდნენ... წაიკითხეთ ვრცლად.