23 წლის ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი მტკვარში ნახეს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.დვანიტ რაჯდიპის თითქმის ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც დაკარგულის მამა, მაიურ რაჯდიპი რამდენიმე დღის წინ მედიასთან ამბობდა, მისი შვილი გამქირავებლის - წარმოშობით სამხრეთ ინდოელი მამაკაცის, სახელად ანილის - და მისი თანამცხოვრებლების მხრიდან მუდმივ შევიწროებასა და ჩაგვრას განიცდიდა. მისი თქმით, ისინი სტუდენტს სისტემატურად ჰპარავდნენ ფულს, პირად სამოსსა და საკვებს. როდესაც სასოწარკვეთილმა დჰვანიტმა აღნიშნული ბინის დატოვება გადაწყვიტა, ანილმა უარი განაცხადა წინასწარ გადახდილი დეპოზიტის დაბრუნებაზე. მეტიც, თანამზრახველებთან ერთად მან ახალგაზრდა ოთახში გამოკეტა, მობილური ტელეფონი ჩამოართვა და მუქარითა და ძალადობით ანგარიშიდან 6,500 აშშ დოლარი გამოსძალა.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ დჰვანიტის მამა ბინის გამქირავებელს შვილის გაუჩინარებამდე გაცილებით ადრეც ეკონტაქტებოდა. მათი WhatsApp-ის მიმოწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ სტუდენტსა და ანილს შორის კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა.
როგორც ინდოეთის მედია წერს, ერთ-ერთი ინციდენტის დროს დჰვანიტმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ანილის შეყვარებულს, რის საპასუხოდაც გამქირავებელი მამას ემუქრებოდა და აფრთხილებდა, რომ ჩადენილი საქციელის გამო მის შვილს სასტიკად გაუსწორდებოდა.
დჰვანიტის უფროსი ძმა, მიჰირი, საქართველოში კანადიდან ჩამოვიდა და პირადად, იყო ჩართული ძმის მოძებნაში. სწორედ მისი წყალობით გახდა მშობლებისთვის ცნობილი, რომ ადგილობრივ სამართალდამცავებს ბრალდებულების - ანილის, მისი მეგობარი მანიასა და ერთი ადგილობრივი მოქალაქის წინააღმდეგ მკაცრი ზომები არ გაუტარებიათ. ყოველი მათგანი ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს" - წერდა ინდური მედია მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა სტუდენტი გაუჩინარდა.
წაიკითხეთ ასევე: