ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის უკვე ორგზის გამარჯვებულია. ფინალში პარიზელებმა ლონდონის არსენალი მძიმე ბრძოლაში, საბოლოოდ პენალტების სერიაში დაამარცხეს. მატჩის შემდეგ "კვარამ" თავისი ემოციები მედიას გაუზიარა:
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მე ვიყო ასეთ სიტუაციაში და იმედია, იგივეს კიდევ ბევრი ქართველი განიცდის. ეს ისეთი გრძნობაა, რომ აუცილებლად ბევრმა უნდა მიიღოს.
ნაკრების ფეხბურთელების ემოციები? - ვიდეო ვნახე და მოხარული ვარ, რომ მათი თანაგუნდელი ვარ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და როგორც დღეს არიან ჩემით ბედნიერები, იგივენაირად ვარ ხოლმე, როცა ისინი აღწევენ წარმატებას", - აღნიშნა ხვიჩამ.