ავტორი:

"პსჟ-ს ვარსკვლავი სჭირდებოდა და ის აქ არის, პსჟ-ს ლიდერი სჭირდებოდა და ის აქ არის... მიეცით ოქროს ბურთი" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ფინალური მატჩის შემდეგ

"პსჟ-ს ვარსკვლავი სჭირდებოდა და ის აქ არის, პსჟ-ს ლიდერი სჭირდებოდა და ის აქ არის... მიეცით  ოქროს ბურთი" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ფინალური მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის "არსენალი" დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობა მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიას როლი მოედანზე გარდამტეხი იყო.

  • თავდაპირველად "არსენალი" 1-0-ს იგებდა და პარიზელებს ლონდონელების დაცვის გარღვევა უჭირდათ, თუმცა მეორე ტაიმში, ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, 11-მეტრიანი გამოიმუშავა, უსმან დემბელემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. ანგარიში გათანაბრდა და საბოლოოდ, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.

ვნახოთ, რას წერენ ფანები ხვიჩას შესახებ:

"კვარაცხელიამ მოიპოვა პენალტი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბედი შეცვალა, ყველაზე სახიფათო მოთამაშე ამ ტურნირზე"

"ეს ბიჭი იმსახურებს ოქროს ბურთს"

"კვარადონა - პსჟ-ს ვარსკვლავი სჭირდებოდა და ის აქ არის, პსჟ-ს ლიდერი სჭირდებოდა და ის აქ არის"

"მას ფეხებში მაგია აქვს", - წერენ გულშემატკივრების.

იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო მათ შორისაა, ვინც ხვიჩასთვის ოქროს ბურთის გადაცემას გულშემატკივრობს.

"მე არც არსენალის და არც პსჟ-ს ფანი არ ვარ, მაგრამ ჩემი ოცნებაა, რომ ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიას მისცენ", - თქვა მატჩის შემდეგ რომანომ.