ავტორი:

ლაოსის დატბორილ გამოქვაბულში, 10 დღის განმავლობაში გამომწყვდეული 4 მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს - 2 კვლავ დაკარგულად ითვლება: ახალი დეტალები და ამაღელვებელი ფოტოები ადგილიდან

ლაოსის დატბორილ გამოქვაბულში, 10 დღის განმავლობაში გამომწყვდეული 4 მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს - 2 კვლავ დაკარგულად ითვლება: ახალი დეტალები და ამაღელვებელი ფოტოები ადგილიდან

მაშველებმა უსაფრთხოდ გამოიყვანეს ლაოსში, დატბორილ გამოქვაბულში, 10 დღის განმავლობაში ჩაკეტილი 4 ადგილობრივი. წინა დღით კიდევ ერთი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა 2 მამაკაცი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ლაოსისა და ტაილანდის სამაშველო ჯგუფებმა წარმატებული ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელებში დაპოსტეს, რასაც თან დაურთეს ფოტოები, სადაც ჩანან საკაცეებზე მწოლიარე მამაკაცები ჟანგბადის ნიღბებითა და თერმული საბნებით.

  • სოფლის მცხოვრებლები გამოქვაბულში გასულ კვირას ძვირფასი მინერალების საძიებლად შევიდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელმა წყალდიდობამ (მოვარდნილმა ღვარცოფმა) მათ გამოსასვლელი გზა ჩაუკეტა. ერთმა ადგილობრივმა დროულად მოასწრო თავის დაღწევა და ხელისუფლებას შიგნით დარჩენილი 7 ადამიანის შესახებ შეატყობინა.

ლაოსურმა ორგანიზაციამ „Rescue Volunteer for People“ თავის ფეისბუქ გვერდზე განაცხადა, რომ გამოქვაბულში წყლის დონემ საკმარისად დაიწია იმისათვის, რომ მათ ტერიტორია დაეტოვებინათ იმ მყვინთავებთან ერთად, რომლებიც მანამდე შიგნით საკვებისა და წყლის მისაწოდებლად შევიდნენ.

მათ აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ ძებნას ორი დაკარგული ადამიანის საპოვნელად.

შემთხვევის ადგილზე მყოფი ტაილანდელი მაშველის, ჩაკიტ ტენგტანგის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამოჰყავთ მამაკაცები სათითაოდ გამოქვაბულიდან, მათი სხეულები კი ტალახით არის დაფარული. გარეთ გამოსვლის შემდეგ, ზოგიერთი მათგანი მიწაზე დაეცა, მათ სამაშველო ჯგუფის წევრები ჩაეხუტნენ და სიხარულისგან ატირდნენ.

ლაოსისა და მეზობელი ტაილანდის სამაშველო ჯგუფებს შეუერთდნენ კოლეგები იაპონიიდან და მალაიზიიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიელი, ფრანგი და ავსტრალიელი სპეციალისტებიც ჩავიდნენ შემთხვევის ადგილზე.

წყარო

იხილეთ ასევე: