დღეს ბათუმში, ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ქუჩაში მყოფ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს.
45 წლის როლანდ (როლიკა) დავითაძეს უცნობმა პირმა 7-8-ჯერ ესროლა. მან ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო. მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
"სალონში მიაცილა ცოლი და შვილი, იქვე სალონის წინ ესროლეს. მეუღლე და შვილი კარგად არიან. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, არც სავარაუდო, რატომ ესროლეს. "ჯეოსელში" მუშაობდა," - უყვება ოჯახის ახლობელო palitravideo-ს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: