ბათუმში ე.წ ბონის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას, შეიარაღებულმა დამნაშავემ 43 წლის მამაკაცს რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები აღენიშნებოდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ქუჩაში იდგა, როცა მისი მისამართით ატყდა სროლები და პირველადი ინფორმაციით, მას დამნაშავე ჩაუსაფრდა.
“რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე, 7 თუ 8 გასროლა იყო, მერე გავიგე, რომ ახალგაზრდა კაცი მოუკლავთ, რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილიო, მკვლელი გაიქცა იქიდან. ამბობენ, ცოლ-შვილს ელოდებოდა ეს კაცი, სალონში ჰყავდა მოყვანილი. როგორი საშიში გახდა ცხოვრება, ქუჩაში გადაადგილების უნდა გეშინოდეს ადამიანს, 8 გასროლა მაინც იქნებოდა, გამიზნულად ჰყავს მოკლული, ეტყობა განზრახ გამიზნული მკვლელობა იყო...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: