ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯეიხუნ მუჰამედალი.
"რა წყეული დღეები გვაქვს! ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7წლის ბავშვი მოკლა მერე თვითმკვლელობა სცადა და დანით 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს.ამბავი წუხელ საღამოს მოხდა. პ.ს სავარაუდოდ დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდაო" - წერს მუჰამედალი.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული ქალი დაკავებულია.
წაიკითხეთ ასევე: