ავტორი:

სანამ შვილები მამის გვარზე უარს ამბობენ, ბრედ პიტი ახალგაზრდა შეყვარებულთან ერთად ერთობა - რატომ ამბობს მსახიობი ქორწინებაზე უარს?

სანამ შვილები მამის გვარზე უარს ამბობენ, ბრედ პიტი ახალგაზრდა შეყვარებულთან ერთად ერთობა - რატომ ამბობს მსახიობი ქორწინებაზე უარს?

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი და მისი რჩეული, ინეს დე რამონი, პარიზში ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Red Hot Chili Peppers-ის კონცერტს დაესწრნენ. შოუს დასრულების შემდეგ, წყვილი რესტორნისკენ მიმავალ გზაზე პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.

62 წლის მსახიობმა საღამოსთვის არაფორმალური სტილი შეარჩია - ცისფერი პერანგი და იასამნისფერი შარვალი. მისმა 33 წლის პარტნიორმა კი არჩევანი ღრმა დეკოლტეს მქონე მაქმანებიან ბლუზსა და ღია ფერის შარვალზე შეაჩერა, რასაც ტონალობაში შეხამებული ფეხსაცმელი და ყავისფერი ჩანთა შეუხამა.

ურთიერთობის ისტორია და ქორწინების გეგმები

ბრედ პიტისა და საიუველირო ნაკეთობების დიზაინერის, ინეს დე რამონის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, თუმცა საზოგადოების წინაშე ისინი ერთად მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოჩნდნენ. მედიაში ხშირად ვრცელდება ხმები მათი მოსალოდნელი ქორწინების შესახებ, თუმცა მსახიობის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას სტაბილურად უარყოფენ.

მათი განმარტებით, ანჯელინა ჯოლისთან ხმაურიანი და რთული განქორწინების შემდეგ, პიტი ხელახლა დაქორწინებას აღარ გეგმავს.

ხანგრძლივი სასამართლო დავა ჯოლისთან

ბრედი და ანჯელინა სულ რაღაც ორ წელს იყვნენ ოფიციალურ ქორწინებაში. ჯოლიმ განქორწინებაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა და ქმარი ოჯახურ ძალადობასა და ალკოჰოლდამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ქონებრივი დავისა და შვილებზე მეურვეობის შესახებ ხანგრძლივი, რვაწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, წყვილმა ოფიციალურად განქორწინება მხოლოდ 2024 წლის ბოლოს დაასრულა, თუმცა გარკვეული იურიდიული გარჩევები დღემდე გრძელდება.

ყოფილ მეუღლეებს 6 შვილი ჰყავთ (მათ შორის სამი აყვანილი). აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მათგანმა უარი თქვა ვარსკვლავური მამის გვარის ტარებაზე.

წაიკითხეთ ასევე: