ავტორი:

TikTok-ის კიდევ ერთი საშიში ტრენდის შესრულებისას 15 წლის მოზარდმა სხეული დაისახიჩრა და კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს - დეტალები

TikTok-ის კიდევ ერთი საშიში ტრენდის შესრულებისას 15 წლის მოზარდმა სხეული დაისახიჩრა და კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს - დეტალები

იუტას შტატში მცხოვრებმა 15 წლის მოზარდმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც TikTok-ის ტრენდის, „კაუჩსერფინგის“ შესრულებას შეეცადა.

ლევი ტიმანტი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს მას შემდეგ, რაც ნახვების მოგროვებისთვის საშიში ტრიუკი შეასრულა - „კაუჩსერფინგი“ არის ტრენდი, რომლის დროსაც ადამიანი დივანზე წევს და მას მანქანა მიათრევს.

მოზარდის დედის, ემის თქმით, შემთხვევა 8 მაისს მოხდა. მისი შვილი და მეგობრები ქალაქში, ეკლესიის სადგომზე იმყოფებოდნენ, როდესაც გადაწყვიტეს ღამის გათევა მეგობრის სახლში. მოგვიანებით მოზარდებმა აღნიშნული ტრენდის გადაღება სცადეს.

აღსანიშნავია, რომ მოზარდი, რომელიც ავტომობილს მარტავდა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. დივანზე მყოფი ლევი კი ძლიერმა ბიძგმა გადმოაგდო და მან ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო.

  • 15 წლის ბიჭს თავის ქალა გატეხილი ჰქონდა, აღენიშნებოდა ტვინის დაზიანებები, ხერხემლის მოტეხილობები, ნეკნების მოტეხილობა, სახის მოტეხილობები და ღია ჭრილობები.

ის ექიმებმა ხელოვნურ კომაში მოათავსეს. სწორედ კომაში ყოფნისას გახდა ლევი 16 წლის.

„ექთნებმა გვითხრეს, რომ ეს წელს მესამე შემთხვევაა, როდესაც დამტვრეული მოზარდები შეჰყავთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს საშინელი ტენდენცია და საშინელი იდეაა“, - აღნიშნა მოზარდის დედამ.

მიუხედავად საშინელი დაზიანებებისა, ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

TikTok-მა განაცხადა, რომ აქტიურად მუშაობს პლატფორმიდან ვიდეოების ამოსაღებად და ასევე აქვეყნებს გამაფრთხილებელ შეტყობინებებს დაკავშირებული თემის ძიებისას.

YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, მათ პლატფორმაზე უკიდურესად საშიში შინაარსის ამსახველი კონტენტი იბლოკება და წესდება შეზღუდვები.

წყარო

იხილეთ ასევე: