ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა. "კვარას" ღირებულება აქამდე 90 მილიონი ევრო იყო, ხოლო ახლა Tranfermarket-ზე მისი ფასი 140მლნ ევროა და მსოფლიოს ტოპ 10, ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორისაა.
1. ლამინ იამალი - 200 მილიონიევრო
2. ერლინგ ჰალანდი - 200 მილიონი ევრო
3. კილიან მბაპე - 200 მილიონი ევრო
4. პედრი - 150 მილიონი ევრო
5. მაიკლ ოლისე - 150 მილიონი ევრო
6. ვინისიუს ჯუნიორი - 150 მილიონი ევრო
7. ჟოაო ნევეში - 140 მილიონი ევრო
8. ჯუდ ბელინგემი - 140 მილიონი ევრო
9. ხვიჩა კვარაცხელია - 140 მილიონი ევრო
10. ვიტინია - 140 მილიონი ევრო
ცნობისთვის, 25 წლის ასაკში, ხვიჩა კვარაცხელიამ, პარი სენ-ჟერმენთან ერთად, უკვე მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, კვარა ამ ტურნირის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პსჟ-მ ფინალში ლონდონის არსენალი 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა.