ავტორი:

"კვარა" სამშობლოში დაბრუნდა - ჩემპიონის შეხვედრა მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან (ფოტოები)

"კვარა" სამშობლოში დაბრუნდა - ჩემპიონის შეხვედრა მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან (ფოტოები)

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდა.

ნაკრების გვერდზე სოციალურ ქსელში "კვარასთან" შეხვედრის კადრები გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 25 წლის ასაკში, ხვიჩა კვარაცხელიამ, პარი სენ-ჟერმენთან ერთად, უკვე მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

გარდა ამისა, კვარა ამ ტურნირის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პსჟ-მ ფინალში ლონდონის არსენალი 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა.