საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა. თუმცა მატჩი საკმაოდ სევდიანად დაიწყო - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა. მან ეროვნულ ნაკრებში ბოლო, 129 მატჩი ჩაატარა.

შესაბამისად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი რუმინელ მცველთან შეჯახების შემდეგ დატოვა. გიორგიმ შესვენებაზე ეგოიანმა შეცვალა.

მერე კარგი შანსი ზივზივაძემ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მუნტეანუმ ლოჩოშვილს საჰაერო დუელი მოუგო და ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე კაშია ორივე გუნდმა საპატიო დერეფნით მოედნიდან გააცილა.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 5 ივნისს, სახლში ბაჰრეინთან გამართავს.
ფოტო: ეროვნული ნაკრები; Geo Team და პირველი არხი
იხილეთ ასევე: