აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესზე, ჯო უილსონის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რა ფორმით შეიძლება დალაგდეს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა იმ პირობებში, როდესაც “პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა ეხმარებაირანულ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” სანქციებისთვის გვერდის ავლაში“.
“პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა მოვაგვაროთ საქართველოს რესპუბლიკაში “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია?”
“მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ ავუხსენით, თუ რა იქნებოდა ამისთვის საჭირო. მივიღეთ გარკვეული დადებითი გამოხმაურება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის შეცვლას დავინახავთ.
ცხადია, გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ. მათ გვკითხეს: “რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?“ ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა,“ - განაცხადა მარკო რუბიომ.
იხილეთ ასევე: