ავტორი:

“დაბეგრეთ ეს წყეული მდიდრები“ - ილონ მასკი, შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდეს: რატომ აკრიტიკებენ მილიარდერს კონგრესმენები?

“დაბეგრეთ ეს წყეული მდიდრები“ - ილონ მასკი, შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდეს: რატომ აკრიტიკებენ მილიარდერს კონგრესმენები?

ილონ მასკი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანად ითვლება, შესაძლოა მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს მას შემდეგ, რაც კომპანია “SpaceX“ -ი აქციების საჯარო გაყიდვას დაიწყებს (რაც, შესაძლოა მომავალ პარასკევს, 12 ივნისს მოხდეს).

  • ტრილიონერი არის ადამიანი, რომლის ქონებაც 1,000,000,000,000 (ერთი ტრილიონ) დოლარს ან მეტს შეადგენს, ეს კი თავის მხრივ მილიარდერის ნიშნულს 1,000-ჯერ აღემატება.

ტრილიონერის სტატუსი მასკს იმ პოლიტიკოსების კიდევ უფრო სასურველ სამიზნედ აქცევს, რომელთაც წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღების გამახვილება ქვეყანაში არსებულ ქონებრივ უთანასწორობაზე სურთ. გარდა ამისა მასკი დემოკრატების მხრიდან მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ტრამპის ადმინისტრაციაში მისი რადიკალური და ხშირად აგრესიული მმართველობის სტილის გამოც მოექცა.

“შემოსავლების უთანასწორობა ამერიკაში უზარმაზარი პრობლემას წარმოადგენს და პირველი ტრილიონერის გამოჩენა ამ პრობლემას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის, ეს თემა აქტუალური იქნება როგორც 2026 წლის, ისე 2028 წლის არჩევნებზე,“ - აღნიშნა ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დარელ ვესტმა.

  • “არავინ არ უნდა იყოს ტრილიონერი. დაბეგრეთ ეს წყეული მდიდრები“, - დაწერა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ზე კონგრესმენმა პრამილა ჯაიაპალმა.

“ერთი ტრილიონი დოლარი საკმარისია იმისთვის, რომ 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაფინანსდეს მთელი მიჩიგანის შტატი 10 მილიონიანი მოსახლეობით, თავისი ჯანდაცვით, ინფრასტრუქტურით, სკოლებითა და ყველაფრით,“ - განაცხადა მელორი მაკმოროუმ, მიჩიგანის შტატის კანონმდებელმა, რომელიც აშშ-ის სენატის დემოკრატების პრაიმერში მონაწილეობს.

SpaceX-ისა და Tesla-ს გენერალურ დირექტორს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

“ჩემთვის პირადი აქტივების დაგროვების ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანო კაცობრიობის მულტიპლანეტურ სახეობად ქცევაში,“ - განაცხადა ილონ მასკმა 2016 წელს გვადალახარაში (მექსიკა) საერთაშორისო ასტრონავტიკულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

სულ რაღაც ათი წლის წინ, დედამიწაზე არავინ იყო, ვისი ქონებაც 100 მილიარდ დოლარსაც კი აჭარბებდა. “Amazon“-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი პირველი ადამიანი გახდა, ვინც ეს ზღვარი 2017 წლის ნოემბერში გადალახა.

წყარო

იხილეთ ასევე: