დუბაის პრინცის ყოფილი ცოლის ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ რაც ზეინაბ ჯავალიმ შვილების მეურვეობის მისაღებად სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ქალი სამ შვილთან ერთად “გაიტაცეს“.
"დადასტურდა, რომ ის გაიტაცეს. სერიოზულად ვარ შეშფოთებული დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ძმისშვილის, შეიხ საიდ ბინ მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ყოფილი ცოლის - ზეინაბ ჯავალის უსაფრთხოებასთან და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
ის ბოლოს გუშინ საღამოს დამიკავშირდა. მას შემდეგ ყველანაირი კონტაქტი შეწყდა. დამიკავშირდნენ მრავალი მეგობარი და ოჯახის წევრი, მაგრამ ვერავინ შეძლო მასთან დაკავშირება.
ზეინაბის ხანდაზმული დედა დღეს დუბაიში გაემგზავრა ქალიშვილისა და შვილიშვილების მხარდასაჭერად. ის ქალიშვილის სახლში მივიდა და დაკეტილი დახვდა. ახლა უთხრეს, რომ დუბაის დატოვება არ შეუძლია.
მოვუწოდებთ გაერო-ს, დაუყოვნებლივ ჩაერიოს და დაიცვას ზეინაბი და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი" - აღნიშნულია წერილში, რომელიც ადვოკატმა Daily Mail-ს გაუგზავნა.
“ზეინაბი სინამდვილეში ცხოვრობდა. საზოგადოებისგან დამალული, დახურული კარების მიღმა, ის ყოველდღიურად იტანდა სასტიკ და სისტემატურ ძალადობას, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მისი ხანდაზმული მშობლებისა და სამი მცირეწლოვანი ქალიშვილის მიმართაც.
ის არ წყვეტდა ბრძოლას საკუთარი, როგორც ქალისა და დედის უფლებებისთვის. ის არასდროს წყვეტდა თავისი ქალიშვილების დაცვას. ბოლო დროს მან დაიცვა თავისი უფროსი ქალიშვილი არასრულწლოვანთა ქორწინების პერსპექტივისგან.
მე მჯერა, რომ დუბაის პოლიცია, არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცრები მმართველის - შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ბრძანებით 2026 წლის 2 ივნისს, შუაღამისას თავს დაესხნენ ზეინაბის სახლს და გაიტაცეს ის და მისი მცირეწლოვანი შვილები,“ - აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება სასამართლოს განჩინებას, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დედამ “არასრულწლოვანების მეურვეობა“ შეიხ საიდს უნდა დაუბრუნოს და “საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას იძულებითი ძალა“.
იხილეთ ასევე: