ავტორი:

სისხლიანი თავდასხმა მეტროში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 პირი დაჭრა: ნიუ-იორკში მომხდარი შემთხვევის დეტალები

სისხლიანი თავდასხმა მეტროში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 პირი დაჭრა: ნიუ-იორკში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ნიუ-იორკის ცენტრში, Penn Station-ის სადგურზე, მამაკაცმა გამვლელებს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქში უსაფრთხოების ზომები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის გამო უკიდურესად გამკაცრებული იყო.

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორის - საშუალო სიმძიმის, ხოლო ორმა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ყველა დაშავებული სასწრაფოდ ბელვიუს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პოლიციამ თავდამსხმელის დასაკავებლად ნამდვილი დევნა მოაწყო. საბოლოოდ, ეჭვმიტანილი Amtrak-ის პოლიციამ აიყვანა.

სამართალდამცავების განმარტებით, ეს იყო „ძალადობის შემთხვევითი აქტი“, თავდამსხმელი კი ემოციურად გაუწონასწორებელი პირია.

აღსანიშნავია, რომ Penn Station პირდაპირ Madison Square Garden-ის ქვეშ მდებარეობს. სწორედ აქ იგეგმება ორშაბათს NBA-ის ფინალური მატჩი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა დაესწროს.

წყარო

იხილეთ ასევე: