“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თავდასხმის შიშით, სრულ პარანოიაშია. ბოლო ინფორმაციით, მან თავის ორ უფროს ქალიშვილს უბრძანა, მასთან ერთად ტყეში მდებარე საიდუმლო და დაცულ “ბუნკერ-სასახლეში“ გადავიდნენ საცხოვრებლად“, -ამის შესახებ გამოცემა thesun წერს და გამოძიების დეტალებს ასაჯაროებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის პირველი პირი თავის ოჯახთან ერთად.
ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პუტინის უფროსი ქალიშვილები - 41 წლის მარია ვორონცოვა და 39 წლის ეკატერინა ტიხონოვა უკვე გადავიდნენ მამის მაღალტექნოლოგიურ სატყეო სასახლის კომპლექსში, რომელიც ვალდაიში მდებარეობს.
მისი მოთხოვნით, სასახლეში მათთან ერთად მისი სამი შვილიშვილიც იმყოფება: მარია ვორონცოვა იქ თავის ორ შვილთან ერთად გადავიდა, ხოლო ეკატერინა ტიხონოვა - ერთ ვაჟთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ სასახლეში მათ უკვე ელოდათ პუტინის რჩეული, 43 წლის ალინა კაბაევა და მათი ორი საერთო ვაჟი - 11 წლის ივანი და 6 წლის ვლადიმერი.
სასახლე, რომელიც მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით 230 მილის დაშორებით მდებარეობს, ნამდვილ ციხესიმაგრედ არის ქცეული. ის ორ ტბას შორის, ნახევარკუნძულზეა გაშენებული და უღრანი ტყითაა გარშემორტყმული.
უსაფრთხოების ზომები ბოლო პერიოდში წარმოუდგენლად გაძლიერდა:
ეს ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც უკრაინულმა დრონებმა და რაკეტებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეღწევა დაიწყეს.
პუტინის პარანოია მხოლოდ ფიზიკური დაცვით არ შემოიფარგლება. მან რუსეთის სათვალთვალო კამერების მთელი ქსელის სასწრაფო შემოწმება ბრძანა - ეშინია, რომ მტრები კამერებს გატეხენ და მის გადაადგილებას თვალს ადევნებენ.
ეს შიში კიდევ უფრო გააღრმავა ინფორმაციამ, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, აშშ-ისა და ისრაელის სპეცოპერაციის მსხვერპლი სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის სათვალთვალო კამერების სისტემა გატეხეს. ამ მიზეზით, პუტინის სათვალთვალო სისტემა დროებით გაითიშა და ინტერნეტისგან სრულად იზოლირებული, ჰერმეტული ქსელი შეიქმნა.
პუტინის ქალიშვილები მამის გარემოცვაში მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ:
მათი დედაა რუსეთის ყოფილი პირველი ლედი, ლიუდმილა პუტინა. წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა.
საინტერესოა, რომ პუტინის ე.წ. “საიდუმლო ქალიშვილი“, 23 წლის ლუიზა როზოვა, ციხესიმაგრეში არ ცხოვრობს. ის ძირითადად პარიზში იმყოფება. მისი დედა პუტინის ყოფილი პარტნიორი სვეტლანა კრივონოგიხია, რომელიც დამლაგებლიდან მულტიმილიონერ ბანკირად და სტრიპტიზ-კლუბის მფლობელად იქცა.
როგორც გამოცემა წერს, “სანამ პუტინი ოჯახთან ერთად ბუნკერში იმალება, რუსეთის საომარი ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. ბოლო მონაცემებით, უკრაინის 400 მილიონი ფუნტის ღირებულების ბლიც-შეტევის შემდეგ, დიქტატორს აცნობეს, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემა მალე შეიძლება ჩამოიშალოს“.
იხილეთ ასევე: