ავტორი:

გარდაცვლილი იპოვეს მამაკაცი, რომელმაც დღეს დილით მეზობელი მოკლა - ზუგდიდში მომხდარის დეტალები

გარდაცვლილი იპოვეს მამაკაცი, რომელმაც დღეს დილით მეზობელი მოკლა - ზუგდიდში მომხდარის დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

  • ცნობისთვის, სოფელ ოქტომბერში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 70 წლის მამაკაცმა 55 წლამდე მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

წაიკითხეთ ასევე: