სოციალურ ქსელში იშვიათი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ გამოათრია მამაცმა მეთევზემ მასიური თეთრი ზვიგენი მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ ნანტაკეტის სანაპიროზე, შემდეგ კი მას ზურგზე მოახტა, რათა ნემსკავი ამოეღო და ოკეანეში უვნებლად გაეშვა.

გამოცდილი მეთევზე, ელიოტ სუდალი, კვირას კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე თევზაობდა, როდესაც მის ანკესს დაახლოებით 2-მეტრიანი ზვიგენი წამოეგო. რომელიც მან გაოგნებული თვითმხილველების თვალწინ ნაპირზე გამოათრია.
კადრებში ასახულია, როგორ ებრძვის იგი ოკეანის უმაღლეს მტაცებელს ნემსკავის ამოსაღებად, რის შემდეგაც მას კუდზე ეჭიდება და ისევ წყალში აბრუნებს.


სუდალმა აღნიშნა, რომ ნანტაკეტში გატარებული 13 წლის განმავლობაში, ეს მის პრაქტიკაში თეთრი ზვიგენის დაჭერის პირველი შემთხვევა იყო.
“ნაპირთან 1000-ზე მეტი სხვა სახეობის ზვიგენი მყავს დაჭერილი, უმრავლესობას სპეციალური ნიშნულიც კი დავადე სათვალთვალოდ. თუმცა თეთრ ზვიგენზე ნადირობას ნამდვილად არ ვგეგმავდი, წინასწარ ხომ ვერ გააკონტროლებ, რა ჩაეჭიდება შენს სატყუარას, ამ დროს მისი უსაფრთხოდ და სწრაფად გაშვება ჩემთვის მთავარი ამოცანა იყო. ეს საოცარი არსებაა და თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მასთან შეხების შესაძლებლობა მომეცა. ამ გამოცდილებას არასოდეს დავივიწყებ“, - აცხადებს მეთევზე.
იხილეთ ასევე: