იცით, სად მდებარეობს ლადონია? ან რა იცით ნაურუსა და ბრუნეის შესახებ? - სიმართლე ისაა, რომ ამ გალერეაში წარმოდგენილი ქვეყნების უმეტესობის შესახებ, შესაძლოა, არასდროს გსმენიათ. ზოგი მათგანი იმდენად პატარა, იზოლირებული ან უჩვეულოა, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის ნამდვილ საიდუმლოდ რჩება. თუმცა თითოეულ მათგანს აქვს ერთი ან რამდენიმე გამორჩეული თავისებურება, რაც მათ განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადს არ იხდის. ქვეყნის ეკონომიკის მთავარი საყრდენი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტია, ხოლო ქვეყანას სულთანი მართავს.

ცენტრალურ წყნარ ოკეანეში მდებარე ნაურუ მსოფლიოში ერთადერთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც ოფიციალური დედაქალაქი არ აქვს.
თუ ეს სახელი ნაცნობად ჟღერს, შესაძლოა მიზეზი ჰოლივუდი იყოს. კარიბის ზღვის ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მისი თვალწარმტაცი სანაპიროები და ბუნება ფილმში “კარიბის ზღვის მეკობრეები“ გადაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკა უმეტესად ცხელი კლიმატით ასოცირდება, ლესოთო გამონაკლისია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიით მთლიანად გარშემორტყმული ეს მთიანი ქვეყანა აფრიკის ერთ-ერთი იმ იშვიათი სახელმწიფოა, სადაც ზამთარში რეგულარულად თოვს.
ქვეყნის მაღალი მდებარეობის გამო, ლესოთოს ზოგიერთ რეგიონში თოვლის საფარი ყოველწლიურად ჩნდება, რაც აფრიკისთვის საკმაოდ უჩვეულო მოვლენად ითვლება.

იცოდით, რომ მონობა ამ ქვეყანაში სულ რაღაც 2007 წელს აიკრძალა? კანონის მიუხედავად, 2016 წელს გლობალური მონობის ინდექსის შეფასებით, ამ ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში 43 ათასი ადამიანი კვლავ მონობაში იმყოფებოდა.

დაივიწყეთ პრეზიდენტები, დედოფლები ან სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები. სამხრეთ წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულოვან ქვეყანაში, მათ მონეტებზე გამოსახულია დისნეის, პოკემონის და „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების ცნობილი სახეები.

სამხრეთ ატლანტის ოკეანეში მდებარე ამ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე ცხვარი ადამიანებზე გაცილებით მეტია. ფოლკლენდის კუნძულების მოსახლეობა 3 000-ზე ოდნავ მეტ ადამიანს შეადგენს, მაშინ როდესაც ცხვრების რაოდენობა დაახლოებით 500 000-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ კუნძულებზე თითო მცხოვრებზე ასობით ცხვარი მოდის, რაც ტერიტორიას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილად აქცევს მეცხვარეობის თვალსაზრისით.
იხილეთ ასევე: