ავტორი:

სიკვდილი პირდაპირ ეთერში - იემენის “ადამიანი-ობობა“ ვულკანის კრატერზე ასვლისას, მრავალი გულშემატკივრის თვალწინ დაიღუპა: უმძიმესი ვიდეო

სიკვდილი პირდაპირ ეთერში - იემენის “ადამიანი-ობობა“ ვულკანის კრატერზე ასვლისას, მრავალი გულშემატკივრის თვალწინ დაიღუპა: უმძიმესი ვიდეო

იემენში ცნობილი ექსტრემალი მთამსვლელი, 30 წლის ალ-კაკა იბნ ანტარი, ვულკანურ კრატერზე ასვლის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა პარასკევს, სამხრეთ იემენის დალეს პროვინციაში მდებარე ჰარდაჰის კაშხლის ვულკანურ კრატერზე მოხდა.

  • სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ადის ანტარი კრატერის ციცაბო კლდოვან კედელზე ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობისა და უსაფრთხოების თოკის გარეშე.

მთამსვლელი რთული მოძრაობების შესრულებას ცდილობდა, თუმცა ერთ მომენტში კონტროლი დაკარგა და სიმაღლიდან გადავარდა. თვითმხილველების თქმით, დაცემა წამებში მოხდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ანტარი დაახლოებით 33-მეტრიანი სიმაღლიდან ჩავარდა ვულკანურ კრატერში, რის შემდეგაც მისი ცხედარი კიდევ უფრო ღრმად, დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა.

სამაშველო ოპერაციაში მყვინთავები და წყლის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ცხედარი კრატერის ფსკერზე მდებარე ტბაში აღმოაჩინეს.

ჰარდაჰის კაშხალი, რომელიც ჰარადჰათის კაშხლის სახელითაც არის ცნობილი, იემენის ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. ვულკანურ კრატერს მაღალი კლდოვანი კედლები აკრავს, ხოლო მის ფსკერზე ცხელი გოგირდოვანი ტბა მდებარეობს.

ალ-კაკა იბნ ანტარი სოციალურ ქსელებში „იემენის ადამიანი-ობობას“ სახელით იყო ცნობილი. მას ათასობით გამომწერი ჰყავდა და ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ქვეყნის სხვადასხვა სახიფათო ადგილას დამცავი აღჭურვილობის გარეშე ცოცავდა.

წყარო

იხილეთ ასევე: