“ამაყი ვარ ჩემი მეომარი ძმით. ვიცი, რომ ილია უფრო ძლიერი დაბრუნდება ვიდრე ოდესმე,“ - ამის შესახებ UFC-ის ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი წერს.
დვალიშვილი თანადგომას გამოხატავს ილია თოფურიას მიმართ.
თეთრ სახლში გამართული საკულტო ბრძოლისას ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან ჩემპიონის ტიტული დათმო.
შეხვედრა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. ოთხრაუნდიანი ბრძოლის დროს ილია თოფურიამ მძიმე ტრავმებიც მიიღო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას თვალბუდის ძვლის დაზიანება და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნება სახის არეში, რის გამოც მხედველობა შეზღუდული ჰქონდა.
ჯასტინ უაითის თქმით, ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ილია თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იხილეთ ასევე: