UFC-ის ორი წონის ქართველი ჩემპიონი, ილი თოფურია, სამწუხაროდ, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში დამარცხდა. ილიას მარცხმა მისი მილიონობით გულშემატკივარი დაამწუხრა, ისინი თავიანთ ფავორიტ სპორტსმენს ამხნევებენ და ზუსტად იციან, რომ თოფურია, ამ მარცხის შემდეგ, კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
ვნახოთ როგორც გამოეხმაურნენ სპორტსმენები გეიჯი-თოფურიას ბრძოლას:
"ილია, თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემატყობინე", - დაწერა ცარუკიანმა X-ზე არმანი მხოლოდ ამ პოსტით არ შემოიფარგლა და კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა ქართველ სპორტსმენს - "ილია :"აღარ შემიძლია" თოფურია".
ისლამ მახაჩევიც ილიას ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და ალბათ არავის უკვირს მისი ირონიული გამოხმაურება:
"კარიერის ყველაზე დიდ ბრძოლაში დანებება - ეს ისაა, რისი გაკეთებაც ყველას არ შეუძლია. ნამდვილი ლეგენდა. გილოცავ, ჯასტინ. თუ ვინმე ამ ქამარს იმსახურებს, შენ ხარ", - წერს მახაჩევი.
ხამზატი, რომელიც ზოგადად, ქართველებთან და ქართველ სპორტსმენებთან მეგობრობს, წერს:
"ისინი, ვინც სხვების დამარცხებით ხარობენ, ამ სპორტში ვერასდროს ნახავენ სიდიადეს".
ბრძოლას ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორიც გამოეხმაურა. "დანებდა, სამწუხაროა ამის დანახვა. ის შექებას იმსახურებს, ამ მარცხის შემდეგ უფრო ძლიერი გახდება", - წერს კონორი.
"ეს ის ბიჭია, რომელმაც თქვა, რომ ნოკაუტში ჩამაგდებდა?"
"რას ამბობ? შეგიძლია ჭიდაობა, მაგრამ გეშინია MMA-ს ბრძოლის. ჩემთვის ეს სავალალოა. MMA-ს ბრძოლისთვის გამბედაობა არ გყოფნის".
პედი პიმბლეტიც ერთ-ერთი მებრძოლია მათ შორის, რომელიც ილიასთან დაპირისპირებულია. ბრიტანელმა მებრძოლმა, რა თქმა უნდა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
"ერთადერთი, რაც უნდა გაგეკეთებინა, 38 წლის მოჭიდავეს დამარცხება იყო. მის ნაცვლად, სკამზე წამოხვედი, როგორც პატარა ძუკნა, რაც სინამდვილეში ხარ მე ნამდვილი მებრძოლი ვარ და 5 რაუნდი ვიჩხუბე გეიჯისთან".
ცნობისთვის, ილია თოფურიამდე ჯასტინ გეიჯიმ სწორედ პედი პიმბლეტი დაამარცხა.
"ილია თოფურიას ჰაიპი დასრულდა"
"რა ბრძოლა იყო გეიჯის მხრიდან. ილია მისთვის უცნობ ადგილას წაიყვანა".
"ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ასეც მოიქეცი.პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენიდანაც.
გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მზად მყოფი მივედი. გუშინდელი ღამე შენი იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება.
დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით საშიში დავბრუნდები.
და დამიჯერე... ეს ამბავი ჩვენს შორის ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან.
ჩვენ გვექნება რემატჩი", - წერს ილია თოფურია.
იხილეთ ასევე: