ინტერნეტში შემაძრწუნებელი კადრები ვრცელდება, ბანჯი-ჯამფინგის ინსტრუქტორი რომელსაც ხელში ბავშვი ყავდა აყვანილი დიდი სიმაღლიდან გადახტა

კადრებში ჩანს, როგორ ეხუტება ბავშვი 32 წლის ლუის ფელიპე ფელიციანო ეგოროფს, რომელიც ე.წ. “ჩონჩხის ხიდიდან“ (Skeleton Bridge) ხტება, ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც გასულ შაბათს 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი ტრაგიკულად დაიღუპა.

ეგოროფმა, რომელიც მარიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთია, სოციალურ ქსელში ამავე ხიდიდან შესრულებული უამრავი სარისკო ილეთის ვიდეო გაავრცელა.
ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ უჭირავს ინსტრუქტორს ერთ ხელში თოკი, მეორეში კი მოღიმარი ბავშვი და ასე ხტება ხიდიდან. ეს განსაცვიფრებელი ვიდეო 2023 წელსაა გადაღებული, სამი წლით ადრე, სანამ მარია ბრაზილიაში, ლიმეირას მუნიციპალიტეტში, 13 ივნისს იმავე ადგილიდან გადავარდებოდა.


აღნიშნული კადრებთან ერთად, ინტერნეტში იმ საბედისწერო მომენტის ამსახველი ვიდეოც გამოჩნდა, რომელიც მარია ედუარდასთვის ფატალურად დამთავრდა. კადრები ასახავს როგორ უჭირავთ მარია ხელში თანამშრომლებს და შემდეგ კი ხიდის კიდიდან აგდებენ, რაც გოგონასთვის სიკვდილით მთავრდება.


პოლიციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მარია მიწას დაენარცხა, მისმა თანამშრომლებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს და ორმა მათგანმა ტერიტორიიდან გაქცევა სცადა. თუმცა ისინი მალევე დააკავეს.
ეგოროფს და ვიდეოში მყოფ კიდევ ორ მამაკაცს, 27 წლის ვიტორ დე ფრეიტას გონსალვესსა და 42 წლის მაიკონ ფერნანდეს ცინტრას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედებათ. გასაკვირია, მაგრამ მამაკაცებმა პოლიციას განუცხადეს, რომ არ ახსოვთ, ვისი მოვალეობა იყო თოკის დამაგრება. სამართალდამცველებმა კიდევ სამი პირი დააკავეს, თუმცა მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
“ჩონჩხის ხიდისთვის“ ტრაგედია უცხო არ არის 2024 წლის აპრილში, ამავე ხიდიდან 39 წლის ველოსიპედისტი ქალი გადავარდა და დაიღუპა.
წაიკითხეთ ასევე: