ავტორი:

წამება სკოლაში - აშშ-ის ერთ-ერთ დაწესებულებაში, მოსწავლეებს სკამზე აბამდნენ და მასწავლებლები მათზე ძალადობდნენ: უმძიმესი ფოტოები

წამება სკოლაში - აშშ-ის ერთ-ერთ დაწესებულებაში, მოსწავლეებს სკამზე აბამდნენ და მასწავლებლები მათზე ძალადობდნენ: უმძიმესი ფოტოები

მედია აშშ-ის შტატის, ვაიომინგის არასრულწლოვანთა ცენტრში არსებული უმძიმესი ფაქტების შესახებ წერს.

სკოლის წინააღმდეგ სარჩელი პირველად 2024 წელს, სამმა, ახლა უკვე ზრდასრულმა მოსარჩელემ შეიტანა - ბლეიზ ჩივერს-კინგმა, ჩარლზ “რის“ კარნმა და დილან ტოლარმა - სკოლის, 10 ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლის და ვაიომინგის ოჯახური მომსახურების დეპარტამენტი სისტემატურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მოპასუხეებმა ბრალდებები უარყვეს, თუმცა გამოძიებამ უმძიმესი ფოტოები გაასაჯაროვა.

როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეებს მასწავლებლები სკამზე აბამდნენ, თავზე პოლიეთილენს აცმევდნენ და მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ეს არაერთხელ მომხდარა.

მრავალწლიანი ბულინგის კამპანიაში ასევე შედიოდა სამართოო ოთახში იზოლაცია და ცემა. ფიზიკურ ძალადობას თან ერთოდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მათი დასჯის მიზნით ხდებოდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ ბიჭები “დღეში რვა საათამდე“ იყვნენ მიბმული სკამებზე და ეს იყო ერთ-ერთი მრავალი სასჯელიდან, რომელსაც ისინი იღებდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: