ბავშვობიდან ბევრს გვსმენია ისტორია ავსტრიის იმპერატრიცა ელისაბედზე (სისიზე), რომლის თმა კოჭებამდე სწვდებოდა და რომელსაც ყოველ საღამოს 100-ჯერ ივარცხნიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს უფრო "ბებიების მითია", ვიდრე რეალობა, ხოლო მეცნიერება იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა ვივარცხნიდეთ თმას, გაცილებით უფრო რთულია.
ვიქტორიანულ ეპოქაში თმა ქალის "გვირგვინად" და მისი ღირსების სიმბოლოდ ითვლებოდა. მაშინდელი რუტინა გულისხმობდა თმის ჯერ სავარცხლით გათავისუფლებას ჭუჭყისგან, შემდეგ კი ნატურალური (ტახის ბეწვის) ჯაგრისით ჩამოვარცხნას ცხიმების გასანაწილებლად.

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ გადაჭარბებულმა ვარცხნამ შესაძლოა თმის დაზიანება და ცვენა გამოიწვიოს.
დუბლინის “ტრინიტი“ კოლეჯის პროფესორი დევიდ ტეილორი განმარტავს, რომ რაც უფრო ხშირად ვივარცხნით თმას, მით მეტია მისი დაზიანების ალბათობა, თუმცა გადამწყვეტი არა ვარცხნის რაოდენობა, არამედ ძალაა, რომელსაც ვიყენებთ. ხშირმა და უხეშმა ვარცხნამ შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. "კუმულაციური დაღლილობის დაზიანება", რაც თმის ღერის შიგნიდან გაბზარვასა და ბოლოჭამიების გაჩენას უწყობს ხელს.
მიუხედავად რისკებისა, ვარცხნას თავისი სარგებელიც აქვს: ის ხელს უშლის დიდი კვანძების წარმოქმნას და აცილებს თავის კანიდან მკვდარ უჯრედებსა და ჭუჭყს. ექსპერტების რჩევები კი თმის ტიპის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება:
კვლევები აჩვენებს, რომ ხვეული თმის სტრუქტურა განსხვავებულია და ის ტენიანობას უფრო რთულად ინარჩუნებს, რაც მას უფრო მყიფეს ხდის.
როგორ შევარჩიოთ სწორი ჯაგრისი?

ჯაგრისების ისტორია უძველესი დროიდან იწყება, თუმცა ნამდვილი რევოლუცია 1898 წელს მოხდა, როდესაც ლიდა ნიუმენმა სინთეტიკური ჯაგრისი გამოიგონა.
საბოლოო ჯამში, თმის მოვლა ინდივიდუალურია და ის ფიზიკისა და ქიმიის ერთგვარი ნაზავია, რომლის სწორად მართვაც თქვენი თმის ჯანმრთელობის გარანტიაა.
იხილეთ ასევე: