ავტორი:

3 წლის ბავშვი ნიანგების ვოლიერში ჩააგდეს - კომპანიამ კი მომხდარი რეკლამისთვის გამოიყენა, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა: შემზარავი დანაშაულის დეტალები

3 წლის ბავშვი ნიანგების ვოლიერში ჩააგდეს - კომპანიამ კი მომხდარი რეკლამისთვის გამოიყენა, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა: შემზარავი დანაშაულის დეტალები

ბრიტანულმა ვაუჩერების კომპანიამ, Wowcher, საჯაროდ მოიხადა ბოდიში მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს სარეკლამო ელფოსტა გაუგზავნა, რომლის სათაურმაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ელფოსტაში ეწერა: “ისარგებლეთ ამ შეთავაზებებით უფრო სწრაფად, ვიდრე ნიანგს შეუძლია ბავშვის დაჭერა!“ - შეტყობინება რამდენიმე დღეში გავრცელდა მას შემდეგ, რაც სამი წლის ბავშვი ნიანგის ვოლიერში ჩააგდეს და მძიმე დაზიანებები მიიღო.

  • ინციდენტი Johnsons of Old Hurst-ის ზოოპარკში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის გადარჩენას მისი მშობლები და ზოოპარკის თანამშრომლები ცდილობდნენ. დაშავებული ბიჭი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

კომპანიამ აღიარა, რომ ელფოსტის შინაარსი “მიუღებელი“ იყო და მსგავსი ტექსტი საერთოდ არ უნდა დამტკიცებულიყო.

“ძალიან ვწუხვართ გამოგზავნილი ელფოსტის გამო. ეს ფორმულირება მიუღებელი იყო. პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანიის თქმით, დაწყებულია შიდა მოკვლევა.

მომხდარს მწვავედ გამოეხმაურნენ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებიც. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ხშირად ცდილობენ აქტუალურ თემებზე რეაგირებას, ტრაგიკული შემთხვევების გამოყენება სარეკლამო მიზნებისთვის დაუშვებელია.

წყარო

იხილეთ ასევე: