ნანუკა ჟორჟოლიანი ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა.
კაცი, რომელმაც “შარდენის” თბილისი, სტამბის თბილისად აქცია. კაცი, რომელმაც სტილი და ჩვევები შეუცვალა ქალაქს. შექმნა ახალი სივრცეები, რუმსი, სტამბა, ფაბრიკა, ყაზბეგის რუმსი, ბაკურიანის.
იმ დროს, როცა მიმტანობა სამარცხვინო პროფესიას ითვლებოდა, შექმნა ისეთი გარემო სადაც მოხვედრას ბევრი მცდელობა სჭირდებოდა.
ასე შეუცვალა ქალაქს, ახალგაზრდებს სტერეოტიპული, დამახინჯებული მიდგომები.
თემურ უგულავას გაუმარჯოს!
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ამ კაცზე ყოველთვის მოჰყვებიან, ამიტომ მისი გარდაცვალება, მისივე სახელს და საქმეებს სამუდამოდ უტოვებს ქალაქს.
თემურ, ყოველ ჯერზე როცა ჩემს საყვარელ სტამბაში მივალ გავიფიქრებ, მადლობა ყველაფრისთვის რაც ამ ქვეყანას დაუტოვე,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, "აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.
იხილეთ ასევე: