თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას თავის პოსტში ეხმიანება და ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ კი დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი.
ვიზიარებ თემურ უგულავას ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას!“ - წერს კახა კალაძე.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, "აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.
იხილეთ ასევე: