დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ, ლეგენდარულ დაუნინგ სთრითზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, დილით მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
როგორც სტარმერმა თავის სიტყვაში აღნიშნა, პოლიტიკაში მილიონობით ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის მოვიდა. მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც “ლეიბორისტებმა“ 2024 წლის ივლისიდან, ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან გაიარეს.
სტარმერის თქმით, მემკვიდრეობით მიიღო “პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ “ლეიბორისტული პარტია“, რომელიც შეცვალა “ანტისემიტიზმის შხამის ამოღებით“.
“ეკონომიკის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ნდობა აღდგა“, - აღნიშნა სტარმერმა.
როგორც მედია წერს, ქვეყნის მთავრობას, სავარაუდოდ, "ჩრდილოეთის მეფედ" წოდებული ენდი ბერნემი ჩაუდგება სათავეში.
კირ სტარმერის გადადგომის მიზეზი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მთავრობამ შეძლო არალეგალური მიგრაციის შემცირება და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია.
მთავარი დარტყმა სტარმერს რეიტინგზე შემდეგმა საერთაშორისო მოვლენებმა მიაყენა:
სკანდალები კაბინეტში და "პედოფილთან მეგობრობა"
სტარმერის გადადგომას წინ უძღოდა ხმაურიანი სკანდალები. განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია აშშ-ში ბრიტანეთის ელჩად ლორდ პიტერ მანდელსონის დანიშვნამ, რომელიც ცნობილი იყო თავისი მეგობრული ურთიერთობით გასამართლებულ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს თავდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ, რომლებმაც სტარმერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაში დაადანაშაულეს.

კირ სტარმერის სავარაუდო შემცვლელი 56 წლის ენდი ბერნემია, რომელიც ამჟამად ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება. ის 16 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი და ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის მთავრობებში.
ბერნემმა "ჩრდილოეთის მეფის" მეტსახელი პანდემიის დროს მოიპოვა, როდესაც მანჩესტერის მერის რანგში ხმამაღლა უპირისპირდებოდა ლონდონს ლოკდაუნების გამო. თუმცა, პარტიის შიგნით არსებობს ეჭვებიც - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური ხედვა და შესაძლოა "დაიბნეს" რთული კითხვების წინაშე,.
კირ სტარმერმა თანამდებობასთან ერთად, დატოვა ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტიც.
ლეიბორისტული პარტიის წესდების თანახმად, ახალი ლიდერის ასარჩევად საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის 20%-ის ხელმოწერა და პროფკავშირების მხარდაჭერა. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა პარტიის ყველა წევრს შორის. თუ ბერნემი გაიმარჯვებს, ის ბოლო ათწლეულში ბრიტანეთის უკვე მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდება.
იხილეთ ასევე: