"წყალდიდობები მომრავლდა, მაგრამ სანაპიროს ინტეგრირებული მართვა არ გვაქვს“, - ამის შესახებ რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.
"ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს პროტოკოლი აქვთ მიღებული. ეს არის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის კონვენციის დანართი, მას ხმელთაშუა ზღვის აუზის ყველა ქვეყნისთვის სამართლებრივი ძალა აქვს. წყალდიდობები მომრავლდა ჩვენთანაც, მაგრამ სანაპიროს ინტეგრირებული მართვა არ გვაქვს.
სანაპირო სპეციფიკური ადგილია, განსხვავდება ქვეყნის დანარჩენი რეგიონებისთვის, ამიტომ მართვის ზომებიც უნდა იყოს განსხვავებული. აუცილებელია კოორდინაცია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დონეზე, ამიტომ ჰქვია ინტეგრირებული მართვა. გაგიკვირდებათ, იმდენად არაკოორდინირებულად იმართება ხოლმე პროცესები, კოორდინაციას აქვს თავის მექანიზმები...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: