რუსი მილიარდერი, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს რუსული Telegram-არხი Ateo Breaking ავრცელებს.

“შესაძლებლობა, შეხვდე პაველ დუროვს გასართობ პარკში, თბილისში, მინიმალურია - თუმცა არასდროს უდრის ნულს,“ - წერენ თვითმხილველები და მილიარდერის ვიდეოს ავრცელებენ. როგორც ჩანს, ის მთაწმინდის პარკს ეწვია.
უცნობია მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი.
სასამართლოს იმ 5 მილიონი ევროს გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება. ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია.
ის ამ დროისთვის დუროვი დუბაიში ცხოვრობს.
დუროვმა Le Point-თან ინტერვიუში ადრე განაცხადა, რომ მისი თითქმის 14 მილიარდი დოლარის ქონების მემკვიდრე გახდება ის 100-ზე მეტი ბავშვი, რომელთა მამაც თავად არის. დუროვმა თქვა ისიც, რომ ოფიციალურად ჰყავს ექვსი შვილი სამი სხვადასხვა ქალისგან. თუმცა დაამატა, რომ იმ კლინიკაში, სადაც 15 წლის წინ სპერმა ჩააბარა მეგობრის დასახმარებლად, მას უთხრეს, რომ ამ სპერმის საშუალებით 12 ქვეყანაში 100-ზე მეტი ბავშვი ჩაისახა.
იხილეთ ასევე: