ავტორი:

შემზარავი შემთხვევა აშშ-ში - 3 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მისი მშობლები დააკავეს: გამოძიებამ შოკისმომგვრელი დეტალები გამოავლინა

შემზარავი შემთხვევა აშშ-ში - 3 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მისი მშობლები დააკავეს: გამოძიებამ შოკისმომგვრელი დეტალები გამოავლინა

ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სამი წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მშობლების გულგრილობის შედეგად ბავშვს ინფექცია და ანემია განუვითარდა.

გოგონა 2025 წლის 19 თებერვალს ქალაქ კორინთში, ალბანიდან დაახლოებით ერთი საათის დაშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • გამოძიების შედეგად ჯოისლინის მშობლები: მეთიუ და სამანტა დილევსკები დამნაშავედ ცნეს. მათ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლო დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბავშვი მძიმე და ხანგრძლივი უგულებელყოფის პირობებში ცხოვრობდა. სხეულზე აღმოჩნდა ტილების მასობრივი გავრცელება, რაც ექიმების თქმით, იმდენად მძიმე იყო, რომ ანემია და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვია.

ამასთან, დადგინდა, რომ გოგონას ორგანიზმში აღმოჩნდა კლონიდინი - პრეპარატი, რომელიც არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება. გამოძიება სწავლობს, როგორ მოხვდა ნივთიერება მის სხეულში.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა.

მშობლებმა პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აღიარეს და თქვეს, რომ მომხდარს ნანობენ. მათივე თქმით, ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ შვილზე.

შემთხვევის შემდეგ ნიუ-იორკის შტატში ინიციირებულია ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, ე.წ. “ჯოისლინის კანონი“, რომელიც მიზნად ისახავს გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის მაქსიმალური სასჯელის 20 წლამდე გაზრდას.

წყარო

იხილეთ ასევე: