ბრიტანელ TikTok ბლოგერსა და ინფლუენსერს ბრალი წაუყენეს დუბაიში Facebook-ზე გაცნობილი მამაკაცის მკვლელობაში. მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, John Lewis-ის მაღაზიის ყოფილ გამყიდველს, 23 წლის ბრუკ ჯორჯს, 26 წლის ბრიტანელი მამაკაცის სამზარეულოს დანით მკვლელობაში ადანაშაულებენ.
მკვლელობა მამაკაცის პენტჰაუსში მოხდა. უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Detained in Dubai აცხადებს, რომ ქალი სავარაუდოდ თავს იცავდა, როდესაც მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა.
“თავდასხმის შემდეგ, როდესაც ის სახის არეში დაჭრეს, ქალმა დანა აიღო. ხელისუფლებამ გამოძიების დროს ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლად უნდა მიიჩნიოს“, - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.
ბრუკ ჯორჯი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მაშინ დააკავეს, როდესაც დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას ცდილობდა. ის ამჟამად ბურ დუბაის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
იხილეთ ასევე: