ავტორი:

"სოფოს საბანკო ანგარიში ძირითადად ივსება ალისას მუშაობით... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ" - რას წერს სააკაშვილი

"სოფოს საბანკო ანგარიში ძირითადად ივსება ალისას მუშაობით... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ" - რას წერს სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტზე აკეთებს განმარტებას, სადაც საუბრობდა, რომ მისმა ქალიშვილმა ალისამ, დედის, სოფო ნიჟარაძის საბანკო ბარათით სხვადასხვა ნივთები იყიდა.

  • როგორც სააკაშვილი წერს, პოსტის შემდეგ ბევრს გაუჩნდა კითხვა ნიჟარაძის ანგარიშებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მომღერლის შემოსავალი ძირითადად რეკლამებიდან მიღებული თანხებია.

"ალისას მიერ სოფოს საბანკო ანგარიშის "დაყაჩაღებაზე" პოსტზე ზოგიერთს ასეთი რეაქცია ჰქონდა - სოფოს საბანკო ანგარიშზე თანხა ჰქონია და იმათ რა ქნან ვისაც არ აქვსო.

მინდა სრული გამჭვირვალეობა დავამკვიდრო. სოფო არის მომღერლების "შავ სიაში" შეყვანილი და მას არ აქვს არანაირი შემოსავალი. მისი საბანკო ანგარიში ძირითადად ივსება ალისას მუშაობით, რომლებსაც იღებენ რეკლამებში, ალბათ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროდუქციის რეკლამა და ფულს სოფოს ურიცხავენ. ასე რომ ალისამ სოფოს ფული კი არა სინამდვილეში საკუთარი გამომუშავებული ფული დახარჯა.

ნუ, გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი. უფრო მეტიც, მეორე კონკურენტმა კერძო სკოლამ ხელფასიც კი შესთავაზა თუ ალისა მათთან გადავიდოდა

მე არ ვამაყობ იმით რომ ვერ ვეხმარები, მაგრამ მადლობელი ვარ ყველასი ვინც ამას აკეთებს და რაც მთავარია მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს, თან ამას აკეთებს დიდი გატაცებით" - წერს სააკაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: