შრი-ლანკაში გარეული სპილო სამხედრო პერსონალის ავტობუსს დაესხა თავს. ინციდენტი 23 ივნისს, ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში, ქალაქ კირინდაში მოხდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება სპილო ავტობუსს და თავს ესხმის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.

შრი-ლანკაში გარეული სპილოები განსაკუთრებით ხშირად ჩნდებიან ტყიან ტერიტორიებთან გამავალ გზებზე. სპეციალისტების თქმით, ისინი ზოგჯერ გამვლელ ავტომობილებსა და ავტობუსებსაც ესხმიან თავს, რის გამოც მსგავს მონაკვეთებზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
იხილეთ ასევე: