"კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხული ცხელი გვექნება“, - ამის შესახებ რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.
"ზაფხული ცხელი თუ არა თბილი გვექნება. მე არც მახსენდება სხვანაირი ზაფხული საქართველოში, მაგრამ, კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხული ცხელი გვექნება. ეტყობა კიდეც ეს - რომ როგორც კი სიგრილე სრულდება, მაშინვე იწყება სიცხის შეგრძნება.
ევროპაში რთული მდგომარეობაა, თითქოს შენელდა მაღალი ტემპერატურები, მაგრამ ისევ დაიწყო ახლა. საფრანგეთში 40 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურა, რაც ამ პერიოდისთვის გაუგონარი ტემპერატურაა.
წელს შესაძლოა, გაგვიმართლოს და ასეთი დრამატული ტემპერატურა არ იყოს, თუმცა, იცით, რომ რამდენიმე კვირაზე მეტის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, შესაძლოა, იქამდე გლობალური პირობები შეიცვალოს და ჩვენთანაც ივლისი-აგვისტო ასეთივე თბური ტალღები იყოს...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: