ავტორი:

მაშველებმა ვენესუელაში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ჩვილი ამოიყვანეს - ოჯახის წევრების თქმით, ნანგრევებიდან ხმები ესმით, თუმცა მათ დახმარებას ვერ ახერხებენ (ვიდეო)

მაშველებმა ვენესუელაში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ჩვილი ამოიყვანეს - ოჯახის წევრების თქმით, ნანგრევებიდან ხმები ესმით, თუმცა მათ დახმარებას ვერ ახერხებენ (ვიდეო)

ვენესუელაში მომხდარი უმძლავრესი მიწისძვრების შემდეგ, სანაპირო შტატი ლა-გუაირა ნამდვილ სასაკლაოდ იქცა. მაშველები და მოხალისეები შიშველი ხელებითა და ნიჩბებით ცდილობენ ბეტონისა და რკინის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას. ყოველ წამს მნიშვნელობა აქვს - ეს არის ნამდვილი რბოლა დროსთან გადარჩენილების საპოვნელად.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ახალ კარებს, სადაც ჩანს, რომ ამერიკელმა მაშველებმა მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ ნანგრევებიდან ჩვილის ამოყვანა შეძლეს. ამჟამად ის კლინიკაშია გადაყვანილი და სასიცოცხლო პარამეტრები დამაკმაყოფილებელია.

  • “ნანგრევებიდან ხმები ისმის, მაგრამ ხელებით ვერაფერს ვხდებით“

ოთხშაბათს მომხდარი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად, ოფიციალურად დადასტურებულია სულ მცირე 1 430 ადამიანის გარდაცვალება. 7.5 მაგნიტუდის ბიძგი ერთ-ერთი უძლიერესი იყო, რაც კი ქვეყანაში ბოლო საუკუნის განმავლობაში დაფიქსირებულა. გაეროს შეფასებით, დაკარგულთა რაოდენობა შესაძლოა 50 000-ს აღწევდეს. ლა-გუაირას შტატში, რომელიც დედაქალაქ კარაკასს ესაზღვრება, კატასტროფული ნგრევა თითქმის ყველგანაა.

ჰუმანიტარული სააგენტოების განცხადებით, პირველი 48-72 საათი გადამწყვეტია ადამიანების ცოცხლად გადასარჩენად.

“ყოველი გადარჩენილი ადამიანი სასწაულია“, - აცხადებს ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი.

  • ტრაგედიის პირისპირ: “ხმა გავიგეთ, მაგრამ ვეღარ ვპასუხობთ“

ადგილზე მყოფი ოჯახის წევრები ყოველ ხმაურზე ჩუმდებიან, რათა ბეტონის ქვეშ მოყოლილთა კვნესა ან რაიმე ნიშანი დაიჭირონ.

31 წლის კარლოს ედუარდოს ახლობლებმა მისი ხმა გაიგონეს: “დავიწყეთ მისი ძახილი: კარლოს, შვილო... პასუხად კვნესა გაისმა, თუმცა მას შემდეგ აღარაფერი ისმის“, - ყვება მისი ბიძაშვილი.

ხესუს სუარესმა 200 კილომეტრი გაიარა შვილის საძებნელად: “მჯერა, რომ ის აქ არის, ამ ნანგრევებში, მაგრამ მისი გამოყვანა სპეციალური ტექნიკის გარეშე შეუძლებელია. ადამიანი ამას მარტო ვერ გააკეთებს, ეს ძალიან სახიფათოა“, - ამბობს სასოწარკვეთილი მამა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მექსიკელი, ამერიკელი, ბრიტანელი, შვეიცარიელი და ესპანელი მაშველები ჩავიდნენ, რესურსები მაინც არასაკმარისია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურეს მზადყოფნა ჰუმანიტარული ტვირთისა და სამაშველო ჯგუფების გაგზავნის შესახებ.

ამავდროულად, ვითარებას ამძიმებს ანტისანიტარია.

“მიცვალებულების სუნი უკვე იგრძნობა, ეს ჩვენ და ბავშვებს დაგვაავადებს“, - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები, გლენდის დელგადო.

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები ათასობით ადამიანი ღამეს ქუჩაში ან ავტომობილებში ათევს.

წყარო

იხილეთ ასევე: